ახლა კი მოვიკლათ "წარსულ დროებზე დარდი", თუმცა დარდი დღევანდელობასთან რა მოსატანია. სკოლამ დაიბრუნა სიცოცხლის ხალისი და უჩვეულო რიტმით აგრძელებს ცხოვრებას. სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები გულისხმიერებით ეკიდებიან არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს, არამედ მოსწავლეებსა თუ მშობლებს შორის წამოჭრილ იდეებს. გათვალისწინებულია ყველა მოსწავლის შესაძლებლობები და ინტერესი, რათა ისინი ისე აღიზარდონ, რომ ადვილად შეძლონ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება. ამ მხრივ მრავალი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა და პროექტი განხორციელდა. მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებში თვად ატარებენ ექსპერიმენტებს მათთვის განკუთვნილ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტებში. კომპიუტერული ლაბორატორია და სპორტული დარბაზი კი მათი საყვარელი ადგილებია, რადგან პირველ მათგანში შემეცნების არეალს იფართოებენ, ხოლო მეორეში სწავლობენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
სკოლაში სისტემატიურად ტარდება სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები. დიდი ყურადღება ეთმობა ინოვაციურ და პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას.
მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ეროვნულ სასწავლო, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში, როგორებიცაა "კინგსი", "ევერესტი"' "სმარტი", "ლაბირინთი", "შერლოკი". ისინი ყოველწლურად გვახარებენ თავიანთი წარმატებით.
სკოლაში სისტემატიურად ტარდება სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები. დიდი ყურადღება ეთმობა ინოვაციურ და პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას.
მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ეროვნულ სასწავლო, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში, როგორებიცაა "კინგსი", "ევერესტი"' "სმარტი", "ლაბირინთი", "შერლოკი". ისინი ყოველწლურად გვახარებენ თავიანთი წარმატებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მუდმივად აჯილდოვებს პერსონალური კომპიუტერებით
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის ჩვენს მოსწავლეებს.
სკოლის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ სკოლის სტრუქტურული
ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი.
თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტევის ხანაში რომ მოსწავლე
არ მიეჯაჭვოს კომპიუტერს, გაეცნოს ხელოვნების სხვადასხვა დარგს, როგორიცაა: თეატრი,
კინო, მუსიკა, მხატვრობა, სკოლა გეგმავს მრავალფეროვან აქტივობას: პატარები მუდმივად
სტუმრობენ თოჯინების თეატრს, რის შემდეგაც ეწყობა დისკუსიები ნანახი სპექტაკლის ირგვლივ. ეს
კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარების განვითარებას და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წვდომასა და პოპულარიზაციას.
ყოველ წელს სემესტრის ბოლოს წარმატებული მოსწავლეების
მშობლები ჯილდოვდებიან მადლობის ბარათებით: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია
ღმერთადა“. დაჯილდოება ხდება საფეხურების მიხედვით საერთო შეკრებებზე, რაც მოტივაციის
ამაღლებს.
მუდმივად ეწყობა გასვლითი გაკვეთილები ბუნებაში, ბოტანიკურ
ბაღში, ცნობილ ისტორიულ ძეგლებთან, რაც მოსწავლეებში ბუნების შემეცნებასა და პატრიოტულ
აღზრდას უწყობს ხელს.
სკოლის თვითმმართველობა ეხმაურება მნიშვნელოვან თარიღებს
და მუდმივად აღინიშნება ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა: დედაენის დღე, საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე, ტოლერანტობის დღე, შშმ პირთა დაცვის დღე, დედამიწის დღე და ა.შ.
სკოლა პირველობას არ თმობს კონკურსში „მე ვხედავ მზეს“,
სადაც ყოველ წელს პირველ ადგილს ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში გამარჯვებული
სსსმ მოსწავლეც არის. ასევე საერთაშორისო კონკურს „ოქროს პეპელაში“ წარდგენილი იყო
5-წუთიანი ჩანახატი ჩვენი სკოლის შშმ მოსწავლის შესახებ. ფილმმა გრანპრი დაიმსახურა
და დასკვნით ღონისძიებაზე სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჩვენი მოსწავლეები.
სკოლაში ტრადიციადაა ქცეული „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის
დღე. ყოველ წელს მოსწავლეები საჯაროდ კითხულობენ ამ უკვდავი ნაწარმოების სტროფებს და
ამით პიპულარიზაციას უწევენ ქართული კულტურის საგანძურს. კითხვაში ასევე მონაწილეობენ
სკოლის მასწავლებლები და მშობლებიც.
ჩვენს ცოდნის სამჭედლოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრირებულ
სწავლებას, რადგან სამყაროში დანაწევრებულად და ცალკე არაფერი არსებობს. ამჯერად ბოლოდროინდელ ინტეგრირებულ გაკვეთილებსა
და პროექტებზე შევჩერდებით.
ინტეგრირებული გაკვეთილები:
„ლიტერატურა
და მუსიკა კინემატოგრაფიაში“ (ელისო ბაქრაძე-ქართული და თამარ გაბისონია- მუსიკა)
„ბურები“ (ნინო ჭოლოკავა-ქართული, თინა კონსტანტინოვა-ისტორია)
მსოფლიო კინოს ისტორია (ლელა იმნაიშვილი-ინგლისური და
თამარ გაბისონია-მუსიკა)
მუსიკა და მათემატიკა
(თამარ გაბისონია-მუსიკა და ნონა ჩუბინიძე მათემატიკა)
სამყაროს მოდელი
(ნანა სვანიძე ფიზიკა და ნანული გაგოშიძე-ბუნებისმეტყველება)
პროექტები:
- „პოეზიის ცისფერი სამყარო“- ხათუნა სვანიშვილი-ქართული
- „ექვთიმე-ერისკაცი“- ნინო ჯიბლაძე-ქართული
- „მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“ - აზა მარუაშვილი-მათემატიკა
- ” PEAR TREE FARM” - ნინო კანდელაკი-ინგლისური
- ” RED RIDING HOOD” - ნინო კანდელაკი-ინგლისური
- „OUR FRIENDS” - ნინო კანდელაკი-ინგლისური
- ”РУССКИЕ МУЗЕИ’’ - ვალერიანე ვოლჩანსკი-რუსული
- „უძველესი უნივერსიტეტები’’ - ვალერიანე ვოლჩანსკი-რუსული
- "მე ვხედავ მზეს" - ლელა გაბისონია-ქართული
- „ჩვენი სკოლის მაკეტი“ - ნონა ჩუბინიძე-მათემატიკა
- „ნივთიერებათა უსაფრთხოების ნიშნები“ - ნატალია გურეშიძე-ქიმია
- „შიდსი-მითი და რეალობა“ - თინათინ გოჩელაშვილი - ბიოლოგია
- „ვინ უკეთ იცნობს ნატოს“ - ლალი ჭიქაბერიძე-გეოგრაფია
- „გსურთ თუ არა ხანგრძლივი ცხოვრება“ - ლელა იმნაიშვილი-ინგლისური
- „მზე, მთვარე და დედამიწა“ - ხათუნა გვიშიანი-ბუნებისმეტყველება
- „დავითი - მეფე სრულიად საქართველოისა“- ხათუნა გვიშიანი-ქართული
- „წიგნი თუ კომპიუტერი“ - მარინა ანდრიაძე-ქართული
- "television“ - ლია იმედაძე-ინგლისური
- „ძველი მსოფლიოს ცივილიზაციები“ - ნანა გოგორიშვილი-ისტორია
- „აპრილი - ერის ტკივილი და გამარჯვება“ - ნინო ჭოლოკავა-ქართული
- „და მე ვმღერი: "აფხაზეთი ჩემი“ - ლელა გაბისონია-ქართული
- "კულტურა და ტრადიციები“ - ხათუნა სვანიშვილი-ქართული
- "მრგვალი მაგიდა, სიბრძნე სიცრუეშია“ - ლელა გაბისონია - ქართული
- "Festivals In Different Countries ” - აზა გაზდელიანი-ინგლისური
- „ მჟავა წვიმების ზემოქმედება გარემოზე“ - ბელა ბოხუა-ქიმია
- „ ინოვაციური მიმდინარეობები სახვით ხელოვნებაში“ - სოფიო ფერაძე ხელოვნება
- "პირველადი დახმარება სისხლდენის დროს“ - ანჟელა ქაჯაია-ბიოლოგია
- „ჩინური გამოგონებები“ - ლელა იმნაიშვილი. შემაჯამებელ გაკვეთილზე განხორციელდა ონლაინ ჩართვა ჩვენი სკოლის ყოფილ მოხალისე მასწავლებელთან ნო მაი ჩესთან ჩინეთიდან
- ,,თიხა ყოველდღიურ ცხოვრებაში“ - ლელა იმნაიშვილი
- “My favourite sportsman” - ლია იმედაძე-ინგლისური
- “არა - პოლიეთილენის პარკებს“ - ნანა გოგორიშვილი სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება
- „ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“ - სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“
აქციები:
- "დავასუფთაოთ გარემო - აქციის ფარგლებში დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიები. (ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" მეურვე მირანდა ლაზარიაშვილი)
- "დავეხმაროთ ობოლ ბავშვებს" - აქციის ფარგლებში შეგროვდა საკვები, ტანსაცმელი და სათამაშოები ობოლი ბავშვებისათვის.
- "ბაღის ფრინველთა საათი" - ქეთევან ენდელაძე
- "ვკითხულობთ გალაკტიონს" - აქციის ფარგლებში სკოლის დერეფანში მოეწყო გალაკტიონის ლექსების საჯარო კითხვა. (ორგანიზატორი ელისო ბაქრაძე)
- "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" - აქციის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ერთობლივი ხატვა, სადაც შშმ მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. აქციას მუსიკალურად აფორმებდა ჩვენივე მოსწავლეების მიერ შესრულებული კლასიკური ნაწარმოებები (კლარნეტი, ვიოლინო). (ორგანიზატორი მაია გელაშვილი)
- "ხელოვნება ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" - აქციის ფარგლებში ბავშვებმა მოხატეს 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კედლები და ამით მოსახლეობას მოუწოდეს დაგმონ ძალადობის ფაქტები (ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" მეურვე მირანდა ლაზარიაშვილი)
- "ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ" აქციაში ჩაერთო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის". აქციის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ ტრენინგი და მონაწილეებს დაურიგდათ ფეხით მოსიარულეთა მაშუქები (ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" მეურვე მირანდა ლაზარიაშვილი).
- "სად მთავრდება ჩემი უფლება და იწყება მოვალეობა" აქციის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ქალბატონ მადონა ბასილაძესთან (ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" მეურვე მირანდა ლაზარიაშვილი).
- "ჩვენ ტოლერანტები ვართ" - აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო თემატურად შესრულებული ნახატების გამოფენა და კოსტუმირებული მსვლელობა. აქციაში მონაწილეობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები და პასუხობდნენ მოსახლეობის შეკითხვებს (ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" მეურვე მირანდა ლაზარიაშვილი).
- მინი სპექტაკლი "ტყის ბინადარნი" - აქციის ფარგლებში მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებთან ერთად დაიდგა სპექტაკლი და მოეწყო ჩვენება. სპექტაკლში მონაწილეობდნენ შშმ მოსწავლეები.
- აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს" - აქციის ფარგლებში სკოლის თითოეულმა კლასმა შეიძინა ადაპტური წიგნი. ასევე აქციას შემოუერთდა ქუთაისის სხვა სკოლებიც და სკოლის მანდატურის სამსახური. საბოლოოდ 35 ადაპტური წიგნი გადაეცა ბავშვთა დღის ცენტრს "ჯადოსნური სამყარო"
კონფერენციები:
- პირველი ეროვნული კონფერენცია - "საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში" (მასწავლებელი ნონა ჩუბინიძე)
- მეორე ეროვნული კონფერენცია - "ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში - პირამიდა" (მასწავლებელი ნონა ჩუბინიძე)
- მეორე ეროვნული კონფერენცია - "Who Wants To Live Forever" (მასწავლებლები ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი)
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კონფერენცია "სკოლა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი - სკოლას" - "ნოტებად ამღერებული წილადები" (მასწავლებელი ნონა ჩუბინიძე)
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კონფერენცია "სკოლა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი - სკოლას" - "ფიზიკა უსასრულოა, როგორც სამყარო" (მასწავლებელი ნანა სვანიძე)
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კონფერენცია "სკოლა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი - სკოლას" - "Save the World" (მასწავლებელი ლელა იმნაიშვილი)
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კონფერენცია "სკოლა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი - სკოლას" - "The role of English club in the development of pupil's self-assessment" (მასწავლებელი ნინო კანდელაკი)
საერთაშორისო კონფერენციები
- "ЯЗЫК ПОБЕДЫ" - ვალერიან ვოლჩანსკი (რუსეთი, მოსკოვი)
- "სსსმ მოსწავლეების ინტეგრირება სასწავლო პროცესში" - ნონა ჩუბინიძე (სომხეთი, დილიჟანი)
- სტაჟირება ჟენევაში (CERN) - ნანა სვანიძე
- "Русский язык за рубежом: бедняк?.. богачь?.." - ნათელა არნანია (რუსეთი, მოსკოვი)
სკოლის მასწავლებლები მუდმივად ქმნიან ელექტრონულ თუ სხვა სახის რესურსებს, რომლებიც კონკრეტული კლასის საჭიროებებსაა მორგებული.
სკოლის გარემოში სისტემატიურად ეწყობა ქართული თუ სხვა ქვეყნების კინოშედევრების ჩვენება-განხილვები.
აქტიურად ვთანამშრომლობთ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან და ვესწრებით სპექტაკლებს სკოლის თემატიკის გათვალისწინებით.
სკოლაში ჩამოყალიბებულია ინტელექტუალთა კლუბი "რა? სად? როდის?". მთელი სასწავლო წლის განმავლობაში თამაშები მიმდინარეობს 2 ლიგად, ხოლო ორივე ლიგის გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სასწავლო წლის ბოლოს.
სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები ლელა იმნაიშვილი, ნინო კანდელაკი და თეონა ფხაკაძე ჩაერთვნენ საერთაშორისო პროექტში "ELCE" (ENGLISH LANGUAGE THROUG CIVIC EDUKATION) რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰარმონია" ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს ქართულენოვან სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებას. პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
სკოლამ მემორანდუმი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან". მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან. საბოლოოდ მომზადდა საგაკვეთილო მედური მასალა გაკვეთილების მედიაწიგნიერების მიზნების გათვალისწინებით დასაგეგმად. ჩვენი სკოლის 4 მასწავლებლის ნაშრომი განთავსებულია ამავე ორგანიზაციის საიტზე.
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის იუსტიციის სახლთან. ჩვენი მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ და ეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს.
ჩვენმა მოსწავლეებმა მხარდაჭერის წერილები გაუგზავნეს ავღანეთში წასულ ქართველ მებრძოლებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გვარდიის" ხელშეწყობით სკოლაში ამოქმედდა მოხალისეთა კლუბი.
აიპ პედაგოგთა კავშირმა "განათლება და სამყარომ" და ჩვენმა სკოლამ გააფორმა მემორანდუმი პროექტის "ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სამშვიდობო განათლება ნდობის აღდგენისათვის" ფარგლებში. ამ პროექტს ასევე ებმის საზაფხულო სკოლა აქტიური მოსწავლეებისათვის.
სკოლამ მემორანდუმი გააფორმა არჩილჯანაშვილის სახელობის სამეცნიერო ზოოლოგიური კვლევის ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან ენდელაძე გადამზადდა და ჩამოაყალიბა ნორჩ ნატურალისტთა წრე.
ინგლისური ენის მასწავლებლების ნინო კანდელაკისა და ლელა იმნაიშვილის ხელმძღვანელობიტ სკოლაში ჩამოყალიბდა ინგლისური ენის კლუბი. კლუბში ინგლისური ენის უკეთ შესწავლის მსურველები არიან გაერთიანებულნი.
სკოლა ჩართულია პროექტში "მომავლის თაობა", რომელიც ხორციელდება PH Internacionale-ის მიერ USAD-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს იმერეთის რეგიონში ახორციელებს "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმებისა ცენტრი". მის ფარგლებში სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები". მათ მეურვეობას უწევთ ქალბატონი მირანდა ლაზარიაშვილი. ისინი ძალიან ბევრი კარგი საქმის ორგანიზატორები არიან.
ჩვენი სკოლა ჩართულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში "J-PRIED"-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და მათემატიკის I-VI კლასების მასწავლებლები ესწრებიან ვიდეოსესიებს, ატარებენ სადიაგნოსტიკო ტესტირებებს, ნერგავენ ინოვაციურ სწავლებას და მათი ყველა გაკვეთილი უფრო და უფრო მეტად საინტერესო ხდება.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ქალაქ ქუთაისის მერიისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრის" მიერ ინიცირებულ კონკურსში "გავუფრთხილდეთ შავ ზღვას". კონკურსი გაიმართა პროექტის "ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის შერჩეულ ქალაქებში" ფარგლებში.
შეუძლებელია ყველა იმ პროექტისა თუ აქტივობის ჩამოთვლა, რომელსაც სკოლა ახორციელებს. ჩვენ შევეცადეთ მცირეოდენი წარმოდგენა მაინც შეგვექმნა თქვენთვის.
აიპ პედაგოგთა კავშირმა "განათლება და სამყარომ" და ჩვენმა სკოლამ გააფორმა მემორანდუმი პროექტის "ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სამშვიდობო განათლება ნდობის აღდგენისათვის" ფარგლებში. ამ პროექტს ასევე ებმის საზაფხულო სკოლა აქტიური მოსწავლეებისათვის.
სკოლამ მემორანდუმი გააფორმა არჩილჯანაშვილის სახელობის სამეცნიერო ზოოლოგიური კვლევის ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან ენდელაძე გადამზადდა და ჩამოაყალიბა ნორჩ ნატურალისტთა წრე.
ინგლისური ენის მასწავლებლების ნინო კანდელაკისა და ლელა იმნაიშვილის ხელმძღვანელობიტ სკოლაში ჩამოყალიბდა ინგლისური ენის კლუბი. კლუბში ინგლისური ენის უკეთ შესწავლის მსურველები არიან გაერთიანებულნი.
სკოლა ჩართულია პროექტში "მომავლის თაობა", რომელიც ხორციელდება PH Internacionale-ის მიერ USAD-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს იმერეთის რეგიონში ახორციელებს "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმებისა ცენტრი". მის ფარგლებში სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები". მათ მეურვეობას უწევთ ქალბატონი მირანდა ლაზარიაშვილი. ისინი ძალიან ბევრი კარგი საქმის ორგანიზატორები არიან.
ჩვენი სკოლა ჩართულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში "J-PRIED"-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და მათემატიკის I-VI კლასების მასწავლებლები ესწრებიან ვიდეოსესიებს, ატარებენ სადიაგნოსტიკო ტესტირებებს, ნერგავენ ინოვაციურ სწავლებას და მათი ყველა გაკვეთილი უფრო და უფრო მეტად საინტერესო ხდება.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ქალაქ ქუთაისის მერიისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრის" მიერ ინიცირებულ კონკურსში "გავუფრთხილდეთ შავ ზღვას". კონკურსი გაიმართა პროექტის "ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის შერჩეულ ქალაქებში" ფარგლებში.
შეუძლებელია ყველა იმ პროექტისა თუ აქტივობის ჩამოთვლა, რომელსაც სკოლა ახორციელებს. ჩვენ შევეცადეთ მცირეოდენი წარმოდგენა მაინც შეგვექმნა თქვენთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий