ქუთაისი ოდითგანვე
განათლების კერად ითვლებოდა. სწორედ ამ ქალაქში მიიღეს პირველდაწყებითი განათლება ისეთმა
ადამიანებმა, კაცობრიობის ისტორიაში ღრმა კვალი რომ დატოვეს. ბევრი სასწავლებლი საუკუნეზე
მეტია, რაც არსებობს. მართალია, ქუთაისის მე-14
საჯარო სკოლა თავისი არსებობის წელთა სიმრავლით
ვერ დაიკვეხნის, სულ რაღაც 73 წელიწადისთვის მიუღწევია, მაგრამ მასაც თავისი მოკრძალებული
წვლილი მიუძღვის ქალაქისა და რესპუბლიკის განათლების საქმეში. სკოლის ისტორია სისხლხორცეულადაა
დაკავშირებული ქალაქში საავტომობილო ქარხნის მშენებლობასთან.
1945
წლის 5 მაისს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა დადგენილებას ქუთაისში საავტომობილო ქარხნის
მშენებლობის შესახებ. ეს ქარხანა მრავალი მნიშვნელოვანი საქმის ფუძემდებელი აღმოჩნდა.
როდესაც მშენებლობაზე სამუშაოდ დაიძრნენ სპეციალისტები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან,
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ქალაქმა საკუთარი შვილებივით მიიღო ისინი. აქ ხომ
ოდითგანვე სიამტკბილობით ცხოვრობდნენ ქართველები ებრაელებთან, სომხებთან, რუსებთან
ერთად. ავტოქარხნის მშენებლობასთან და მერე ქარხნის მუშაობის წარმართვასთან დაკავშირებით
სპეციალისტების მომრავლებამ აუცილებელი გახადა ქარხნის ტერიტორიაზე სკოლების აშენება.
პირველად ამ უბანში დაარსდა რუსული მე-14 საშუალო სკოლა.
არქივში
დაცული მასალები ადასტურებს, რომ განათლების სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე 1944
წელს გაიხსნა სკოლის მხოლოდ პირველი კლასი, რომელსაც საავტომობილო ქარხნის დასავლეთი
დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბარაკი დაეთმო. ახლად დაარსებული სკოლის გამგედ დაინიშნა
აკიმოვა ანა ტოლობაის ასული.
ასე განაგრძობს ქუთაისში ცხოვრებას საგანმანათლებლო და სააღმზრდელო კერა ახალი სტატუსით - სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
საავტომობილო
ქარხნის სწრაფმა ზრდამ მოსწავლეთა რაოდენობაც
მნიშვნელოვანად გაზარდა. აუცილებელი გახდა ახალი სკოლისათვის შენობის აგება.
და აი, 1953 წელს მე-14 სკოლის 1072 მოსწავლემ დიდი ჟრიამულით შეაღო სკოლის კარი და
მიუსხდა ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალ მერხებს. საარქივო მასალებში დაცულია ცნობა იმის
შესახებ, რომ 1953-1955 წლებში მე-14 სკოლის
პირველი დირექტორი ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ გახლდათ ბატონი სერგო ურუშაძე. სკოლა
ორენოვანი იყო, აქ ერთმანეთის გვერდით სწავლობდნენ არა მარტო რუსი და ქართველი ბავშვები,
არამედ უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ებრაელები, ტაჯიკები, თურქმენები, ბოშები.
მოსახლეობა იმდენად გაიზარდა, რომ სკოლის შენობა მოსწავლეთა რაოდენობას ვეღარ იტევდა და მაშინდელი აღმასკომის გადაწყვეტილებით სკოლას მიემატა ახალი კორპუსი.
1997
წელს მე-14 სკოლა ისევ ქალაქის ხელმძღვანელობის რეფორმებს დაემორჩილა და ერთი სკოლის
ბაზაზე შეიქმნა 2 სკოლა: ქართულენოვანი - მე-6, ხოლო მე-14 ისევ რუსულენოვანი დარჩა. ასე „ცხოვრობდა“ ერთ ჭერქვეშ
ორი სასწავლებელი 1999 წლამდე, შემდეგ სკოლები ისევ გაერთიანდა, ისევ დაიბრუნა ორენოვანი
სკოლის სტატუსი და ნომერი „14“.ასე განაგრძობს ქუთაისში ცხოვრებას საგანმანათლებლო და სააღმზრდელო კერა ახალი სტატუსით - სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
Комментариев нет:
Отправить комментарий