სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

სასკოლო წრეები და აქტივობები

სკოლის დაარსებიდანვე სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა ზრუნვა მოსწავლეთა ცნობიერების გასაფართოებლად. ამისათვის კი იქმნებოდა სასკლო წრეები, კლუბები...
მოვყვეთ დასაბამიდან...


სკოლა ხელს უწყობდა არა მარტო მეცნიერების საფუძვლების ღრმა სწავლებას, არამედ მოზარდებში შრომისუნარიანობას ავითარებდა. სკოლაში შეიქმნა პატარა საწარმო-სახელოსნო, რომელიც აღჭურვილი იყო სახარატო დაზგებით. ამ სახელოსნოს ხელმძღვანელობდა დაუღალავი და შრომისმოყვარე ადამიანი ნოდარ ხაფავა. აქ ავტოქარხნის დაკვეთით მოსწავლეები ამზადებდნენ გარკვეულ დეტალებს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებდა. მათ მიერ დამზადებული მასალა საჭირო დეტალი იყო ქუთაისის ავტოქარხნის მიერ წარმოებული „კოლხიდისათვის“.

  


სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობოდა ხელოვნებისადმი სიყვარულის განვითარებას. ბავშვებში გემოვნების დახვეწის მიზნით სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ქართული ხალხური ცეკვების სტუდიამ, ასევე სიმღერისა და აკორდეონის შემსწავლელთა წრეებმა




ცეკვის ანსამბლის წევრები


სიმღერის წრის წევრები

აკორდეონისტთა წრე, რომელსაც სკოლის მშობელი ხელმძღვანელობდა

სკოლაში ასევე დაასრდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ თენგიზ ხმალაძე და მიხეილ ცომაია. ანსამბლში უკრავდნენ ყველა ინსტრუმენტზე და მათ რეპერტუარში იყო ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე სიმღერები. სწორედ აქ მიიღო პირველი მუსიკალური ნათლობა შემდგომში ცნობილი ანსამბლ "ივერიის"  სოლისტმა ბორის შხიანმა.

ანსამბლის პირველი თაობა
საქმე ის გახლავთ, რომ ეს ტრადიცია სკოლამ შეისისხლხორცა. ანსამბლის გარეშე წარმოუდგენელი გახდა სკოლის ცხოვრება. თაობები მიდიოდნენ, თაობები მოდიოდნენ. ახალგაზრდები ახალ სიმაღლეებს იპყრობდნენ. წლების შემდეგ თენგიზ ხმალაძისა და გიორგი წკეპლაძის ხელმძღვანელობით ახალი ანსამბლი ჩამოყალიბდა, რომელშიც  ნიჭიერი ახალგაზრდობა მოვიდა: მევიოლინეები: თეიმურაზ რუხაძე, გია ბურჯანაძე, ირინა კობიში, ემზარ თავაძე, დავით შამაევი. სოლისტები: ნინო ხუჭუა, თამარ ნოზაძე, მამუკა კიკვაძე(ორღანი), მარინა სპირანდი(გიტარა), სერგეი პჩელოვი(გიტარა), ლალი ჭოლაძე(დრამერი).

ანსამბლის ახალი თაობა

სკოლაში ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. ტარდებოდა საკავშირო მასშტაბის შეჯიბრებები, სახელწოდებით „ცისკარი“ (ЗАРНИЦА). იგი ოლიმპიური სისტემის იყო და მე-14 სკოლა არაერთხელ ყოფილა როგორც ქალაქის, ასევე რესპუბლიკის გამარჯვებული. ეს  შეჯიბრებები აღრმავებდა სამხედრო საქმის ცოდნას, მოსწავლეები ეცნობოდნენ საბრძოლო ტექნიკას, იარაღს, სწავლობდნენ სივრცეში ორიენტირებას, საველე პრაქტიკას და ე. წ. საველე (კარვებში) ცხოვრებას.  ეს კი ხელს უწყობდა სამხედრო საქმით მოსწავლეთა დაინტერესებას.

რესპუბლიკური სამხედრო თამაშების "ЗАРНИЦА"-ს გამარჯვებულები

სკოლას შეფობა ჰქონდა აღებული სკოლის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღზე.  გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები აღმზრდელ-პედაგოგების მითითებით ხან ზღაპრებს უკითხავდნენ პატარებს, ხან ახალგამოღვიძებულებს სწრაფად ჩაცმაში ეხმარებოდნენ, ისინი დიდი სიხარულით ერთვებოდნენ პატარებთან ერთად საახალწლო კარნავალის მომზადებაში, „მხიარული სტარტების“ ჩატარებაში, გამოსაშვები დღის მოწყობაში, ასე რომ, სკოლაში სიცოცხლე ჩქეფდა.


ქალაქში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ე.წ. KBH („მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“) ქუთაისში პირველად მე-14 საშუალო სკოლაში დაარსდა, რომლის სულის ჩამდგმელი სვეტლანა სარგიჯიანი გახლდათ. მალე ისეთი გუნდი შეიქმნა, რომ მარტო სკოლებს კი არა პოლიტექნიკურ ინსტიტუტსაც და მუსიკალურ სასწავლებლებსაც ჯაბნიდნენ. 

2015 წელს სკოლამ აღადგინა ეს ტრადიცია და ამჯერად სკოლაში თმაშები ტადრება ორ ლიგად. ორივე ლიგის გამარჯვებულები კი სასწავლო წლის ბოლოს ჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით.


თეიმურაზ რუხაძე ხელს უწყობდა ყველა იმ სამუშაოს შესრულებას, რომლებიც მოზარდის სულიერი ფორმირებისათვის იყო გამიზნული. ბატონმა თემურმა ჩამოაყალიბა ნორჩ ჟურნალისტთა წრე. მოწაფეებს გვერდით დაუდგა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მათ თავიანთი გაზეთი „პირველები“ გამოეშვათ. ძნელი წარმოსადგენი არ იქნება ის სიხარული, რასაც მოსწავლეები თავიანთი ნამოღვაწარის ნახვისას განიცდიდნენ.



სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სპორტულ წრეებსაც. მასში დაკავებული მოსწავლეები გარკვეულ წარმატებებს აღწევდნენ ქალაქის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში.

მაგიდის ჩოგბურთის წრის მონაწილეები

ძალოსნები


კალათბურთელები


მძლეოსნები


ტანმოვარჯიშეები შეკრებაზე ბათუმში


ფრენბურთელები


სკოლა არც ამჯერად ღალატობს ამ ტრადიციას და ჩვენი სკოლის მოსწავლეთ ფეხბურთელთა გუნდი 2015 წლის მესამეადგილოსანია ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადაში, ხოლო წელს ფრენბურთელმა ნაკრებმა ამავე ოლიმპიადაში ასევე მესამე ადგილი დაიკავა















Комментариев нет:

Отправить комментарий