სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

წარმატებული კურსდამთავრებულები

სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, რომლებმაც არა მარტო სკოლა, არამედ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა ასახელეს თავიანთი წარმატებებით, ადამიანობით, დღევანდლამდე მოღწეული თავიანთი კეთილი საქმეებით
რავილ ახმეტოვი
ФГУП "Прогресс"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, გენერალური კონსტრუქტორი. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა ახალი რაკეტა-მატარებელი "Союз-2". კოსმოსის შესწავლის საქმეში მიღწეული განსაკუთრებული წვლილისათვის მას მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო.



ნიკოლოზ დერიუგინი
იგი 17 წლის იყო, როდესაც მისმა გვარმა პირველად გაიჟღერა საბჭოთა კავშირის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.
მას შემდეგ, კარიერის დასრულებამდე, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო. იგი თამაშობდა თბილისის "დინამოში", საკავშირო პირველობაზე კი ერთადერთი მედალი მოიპოვა და ნაკრების მაისურით უდიდესი მწვერვალები დაიპყრო.
ნიკოლოზ დერიუგინი ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდაა.
იგი დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს, ქალაქ ქუთაისში
სიმაღლე: 206 სმ
1977-1986 წლებში თბილისის "დინამოს" კალათბურთელია. ასევე თამაშობდა თბილისის "თბილისში", "ვითაში" "სდასუში", "მაფში" (უნგრეთი) და "სლოვაკოფარმაში" (სლოვაკეთი)
1978-1985 წლებში: სსრკ-ს ნაკრების ცენტრი
1995-1996 წლებში: საქართველოს ნაკრების ცენტრი
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი - 1982; ევროპის ჩემპიონი - 1981; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის - 1977; ოლიმპოური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 1980; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1983; საკონტინენტაშორისო თასი 1977,1979; საქართველოს ჩემპიონი - 1996; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1993; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1977; სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1982; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი - 1993.

სერგო კუტივაძე
- დღეს იგი თბილისი "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი, ნახევარმცველია, იგი 1944 წელს დაიბადა. თბილისი "დინამოში" 1967-1972 წლებში ასპარეზობდა. თბილისის "დინამოს" რიგებში 171 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. არის სსრკ-ს პირველობის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი - 1967, 1969 და 1971 წლებში. არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი,  1974-1984 წლებში იყო თბილისი "დინამოს" მწვრთნელი, ხოლო 1994-1995 წლებში - მთავარი მწვრთნელი


ბორის შხიანი -
 ანსამბლ "ივერიის" სოლისტი



თამაზ გეორგაძე- 
დამოუკიდებელი დირექტორი (სამეთვალყურეო საბჭოს წევრი)
თამაზ გეორგაძე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ბანკის ჰოლდინგის დამოუკიდებელ დირექტორად, 2014 წელს კი არჩეულ იქნა აქციონერთა გენერალური კრების მიერიგი არისსაქართველოს ბანკის ჰოლდინგის რისკებისა და ნომინირების კომიტეტების წევრი. 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრადარის ასევე ბანკის ახლადშექმნილი რისკების კომიტეტის წევრი.
2013 წელს თამაზმა დააფუძნა კომპანია „სეივინგგლობალი“, რომელმაც პირველმა წამოიწყო გლობალური სადეპოზიტო შუამავლობა ევროპაში და დღესაც აგრძელებს მუშაობას ამ კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანიის დაფუძნებამდე იგი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა „მაკკინზი და კომპანიაში“ ბერლინში, 2009-2013 წლებში კი იყო კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი. „მაკკინზი და კომპანიაში“ მუშაობის პერიოდში მის მოვალეობაში შედიოდა გერმანიისშვეიცარიისრუსეთისსაქართველოსა და ვიეტნამის ბანკებთან ურთიერთობააქცენტით სტრატეგიაზერისკების იდენტიფიკაციასა და მართვაზედეპოზიტურ და საინვესტიციო პროდუქტებზეოპერაციებსა და გაყიდვებზე. „მაკკინზი და კომპანიაში“ მუშაობის დაწყებამდე, 1994-1995 წლებშითამაზ გეორგაძე იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. „სეივინგგლობალში“ დაკავებული თანამდებობის გარდათამაზი არ არის რომელიმე სხვა ორგანიზაციის დირექტორატის წევრი
თამაზ გეორგაძეს აქვს 2 სადოქტორო ხარისხითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და გისენის იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტის (გერმანიადოქტორის ხარისხიგარდა ამისაეუფლებოდა იურისპრუდენციას გისენის იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტში და წარჩინებით დაასრულა აღნიშნული კურსი


ვლადიმერ ნაუმენკო - 
მფრინავი, რომელმაც გადაარჩინა სვანეთის ნახევარი მოსახლეობა წყალდიდობის დროს გასული საუკუნის 1990 წელს




არჩილ გურეშიძე - 
ბიზნესმენი, უკრაინა, ხარკოვი



მაკა ჯავახია - 
ფარმაციის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.  სამედიცინო ინსტიტუტი "ქუთაისი" - აკადემიური საბჭოს მდივანი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ასოცირებული პროფესორი. ქ. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი - ასოცირებული პროფესორი.




ალექსანდრე სარგიჯიანი
რუსეთის სვეშნიკოვის სახელობის სახელმწიფო გუნდის დირექტორი

მამუკა მიქაძე -
 კლინიკა "ბომონდის" დირექტორი, გინეკოლოგი, მეანი, რადიოლოგი,პროფესორი. ის ატარებს ლექციებს ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. მას ექიმების რეიტინგში საკმაოდ პრესტიჟული ადგილი უკავია, როგორც საქართველოში ასევე სხვა მაღალ განვითარებულ ქვეყნებში.


ირაკლი ქარსელაძე - ოულ სითიდეველოპმენტის“ პროექტების დირექტორი.
ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.


ენდი ძიძავა
 -ქუთაისის  ლ. მესხიშვილისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრების წამყვანი მსახიობი


  • აკაკი თურქაძე - სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე. 
  • სვეტლანა სარგიჯიანი - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი.
  • ლუდმილა ფომინა - ინგლისური ენის მასწავლებელი, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი.
  • მერი ზეინკლიშვილი - ქალაქ ქუთაისის მე-14 საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
  •  თეიმურაზ რუხაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი.
  •  ვალერიან ვოლჩანსკი - სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, რუსული ენის მასწავლებელი.
  • გიორგი კოღუაშვილი - ექიმი.
  • გიორგი ჭეიშვილი - სოხუმის ომის მონაწილე, დაიღუპა სოხუმში
  • პეტრე ჩერნოვი - პროფესორი, მოღვაწეობს მოსკოვში.
  • ედგარ ხარაბაძე - პროფესორი, მოღვაწეობს მოსკოვში,
  • ნადეჟდა მარდალეიშვილიქუთაისის აკწერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი. 
  • თამაზ იმედაძე - ექიმიპროფესორი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში.
  • თემურ ქარსელაძე - ავტოქარხნის უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის მთავარი ინსპექტორი.
  • . ნიჟარაძე - კლინიკა „LG-ისადა რკინიგზის საავადმყოფოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი
  • მუსელიანი - რადიოლოგი
  • მარინა და ირინა ტყეშელაშვილები - უკრაინის საელჩო
  • ზაზა ჭელიძე - ბიზნესმენი, "კომლენდის" დამფუძნებელი.
  • ლამარა გვეტაძე - ტელეკომპანია TNT-ს ჟურნალისტი.
  • ანატოლი ზაქრაძე - ევროპის ვერცხლის მედლის პრიზიორი ტანვარჯიშში
  • თეიმურაზ შენგელია - საქართველოს თავდაცვის სამინისტო, პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი
  • ინგა კიკვიძე - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკ.წერეთლის უნივერსიტეტი
  • ალექსანდრე გოგებაშვილი - გაზეთ "კომუნისტის" კორესპოდენტი,
  • იური ტარასენკი - სპორტკომპლექს "ოლიმპიისკის" მთავარი ინჟიმეტი, ქ. მოსკოვი
  • იულია კოდუა -  სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი. ქ. ივანოვო
  • მიხეილ გურგენიძე - ბიზნესმენი, "მედის" დამფუძნებელი
  • ინგა გოჩელეიშვილი - ინფორმატიკის კათედრის დოცენტი, აკ წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი


მშობლიური სკოლის სიყვარული კურსდამთავრებულთა ნაწილმა იმით გამოხატა, რომ თავისსავე სკოლას დაუბრუნდა მასწავლებლებად და წარმატებით დაიწყეს მომავალი თაობის აღზრდა:
  • ვიოლა ყურაშვილი - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ტატიანა კარნაზეევა - დაწყებითი სკოლის მასწავლებელი

  • ნატალია ფესტვენიძე - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,
  • მაია ესებუა - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
  • ნინო კანდელაკი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ტატიანა ზაქრაძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი,
  • თეონა ფხაკაძე - ინგლისური ენის მასწავლებელი 


Комментариев нет:

Отправить комментарий