სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

воскресенье, 6 марта 2016 г.

  ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდანო, უთქვამთ. ადამიანისათვის ფესვი წინაპართა სისხლი, ხასიათი, მისი გენეტიკა და  ის ადგილია, სადაც თვალი ეხილება და სამყაროს აღქმას იწყებს. მის მომავალს დიდწილად განსაზღვრავს გარემო, რომელშიც იზრდება, ვითარდება, ცოდნას ეზიარება... ფესვის სიღრმესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, ადამიანის წარმატებაც. ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სკოლას, რომელიც ადამიანის "სულის სამჭედლოა".
  ადამიანები ვერ ივიწყებენ იმ წლებს, რომლითაც ბავშვობასა და სკოლასთან არიან დაკავშირებულნი. 
   სწორედ წარსულის მიმართ პატივისცემის, აწმყოში დამკვიდრებისა და უკეთესი მომავლის რწმენით შეიქმნა ეს ბლოგი, რომელსაც "ჩვენის სკოლის ისტორია" დავარქვით. ჩვენი სურვილია, სკოლის ისტორიასთან ერთად უკვდავყოთ იმ ღირსეულ წინაპართა სახელებიც, რომლებმაც თავიანთი დაუღალავი შრომით, საქმისადმი ერთგულებითა და წარმატებებით, შექმნეს სკოლის ისტორია, ჩვენამდე მოიტანეს ის...
  მაშ, ასე. ჩვენ ვიწყებთ დასაბამიდან...